საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბაკალავრო პროგრამების „კომპიუტერული მეცნიერება“ და „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“   I-IV სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

თსუ რექტორის 2023 წლის 13 დეკემბრის N312/01-01 ბრძანებით 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე „კომპიუტერული მეცნიერება“ შიდა მობილობისთვის განისაზღვრა  15 ვაკანტური ადგილი.

შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრა 13-15 დეკემბერი.

შიდა მობილობის კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: განაცხადის საფუძველზე საკონკურსო ვაკანტური ადგილების ფარგლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული რანჟრებული ქულის, ხოლო საბოლოო შერჩევა გასაუბრების საფუძველზე.

 

შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს მისამართზე: თსუ XI კორპუსი, ოთახი 303. ტელ: 577 737387

 

განცხადების ფორმა

 

 

თარიღი: 13/12/2023